საზოგადოება
ჯონდი ბაღათურია და პეტრე მამრაძე უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

jondi12„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია და დამოუკიდებელი დეპუტატი პეტრე მამრაძე დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეთა აზრით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ფოტორეპორტიორების ჯაშუშობის შესახებ არადამაჯერებელია. აქედან გამომდინარე, ისინი მოითხოვენ სამივე დაკავებულის თავდებით გათავისუფლებას. ამ მიზნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რასაც პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები ჯონდი ბაღათურია და პეტრე მამრაძე შეუერთდნენ.

გუშინვე შეთანხმდნენ, რომ „ქართული დასის“ ორგანიზებით მომავალ კვირას ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში გაიმართება მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა.

 

საქინფორმი