საზოგადოება
2011 წლის პირველ ნახევარში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 509, 5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა

adolarსაქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 2011 წლის ივნისში 28.7 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 98.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2011 წლის პირველ ნახევარში საზღვარგარეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 509.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ანუ 20.4 პროცენტით მეტი, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში.

2011 წლის ივნისში ფულადი გზავნილების მოცულობა რუსეთიდან, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ფულადი გადმორიცხვის უმსხვილეს წყაროს წარმოადგენს, 53.4 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

შემდეგ მოდის საბერძნეთი – 7.7 მილიონი აშშ დოლარი; იტალია – 7.1 მილიონი აშშ დოლარი; აშშ – 5.7 მილიონი აშშ დოლარი; ყაზახეთი – 5.4 მილიონი აშშ დოლარი; უკრაინა – 4.2 მილიონი აშშ დოლარი; თურქეთი – 2.5 მილიონი აშშ დოლარი; ესპანეთი – 2.1 მილიონი აშშ დოლარი; ისრაელი – 1.2 მილიონი აშშ დოლარი და გერმანია – 1.1 მილიონი აშშ დოლარი.

2007 წელს ფულადმა გზავნილებმა საზღვარგარეთიდან 866 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; 2008 წელს – 1 მილიარდ აშშ დოლარზე ოდნავ მეტი; 2009 წელს – 841 მილიონი აშშ დოლარი და 2010 წელს – 939.6 მილიონი აშშ დოლარი.

 

საქინფორმი