პოლიტიკა
ევროკომისარი: „მათ, ვინც პასუხისმგებელია გადაჭარბებული ძალის გამოყენებისა და ადამიანთა სიცოცხლის დაკარგვის გამო, პასუხი უნდა აგონ“

Stefan_Fule_15ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ განაცხადა, რომ 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს მომიტინგეთა წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენების შემდგომი გამოძიებაა საჭირო.

„ის, რაც მაისში თბილისში საპროტესტო აქციის დროს მოხდა, აღარასდროს უნდა განმეორდეს“, – განაცხადა ფულემ ბათუმში მერვე საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“ – გამოსვლისას.

„ვიცი, რომ ამ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდა, თუმცა მიმაჩნია, რომ შემდგომი გამოძიების ჩატარებაა საჭირო იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ, ვინც პასუხისმგებელია გადაჭარბებული ძალის გამოყენებისა და ადამიანთა სიცოცხლის დაკარგვის გამო, პასუხი აგონ“, – განაცხადა ფულემ.

 

საქინფორმი