აქტუალური
ედუარდ შევარდნაძე მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, რუსეთთან დიალოგის დასაწყებად ნებისმიერი გზა და საშუალება გამოიყენოს

shevardnaze_misha2საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, გადადგას ნებისმიერი ნაბიჯი და გამოიყენოს ყველა გზა რუსეთთან რეალური დიალოგის დასაწყებად. წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ „ამ პირობებში ნათელი სხივივით გამოიყურება კიევში საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების შეხვედრა“.

ედუარდ შევარდნაძე მიიჩნევს, რომ „თუკი ამ გზაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელი წარმატებას მიაღწევს, საქართველოს ხელისუფლება მას მხარს დაუჭერს“. მიუხედავად ამისა, შევარდნაძე მაინც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მხარი დაუჭირონ პატრიარქს და მისი მაღალი ავტორიტეტი რუსეთთან კონტაქტების დასამყარებლად გამოიყენონ.