სამართალი
საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. ვლადიმერ პუტინი და ილჰამ ალიევი ბაქოში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების საკითხს განიხილავენ.
რუსული მედია ვიზიტთან დაკავშირებულ მასალებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტები განიხილავენ მოსაზრებებს რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე.
„მთავარ ამოცანად რჩება სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის ხელშეწყობა, რეგიონში სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ეკონომიკური კავშირების განბლოკვა 2020-2022 წლების უმაღლეს დონეზე სამმხრივ შეთანხმებებზე დაყრდნობით. რუსული მხარე მზად არის, გააგრძელოს ყველა შესაძლო დახმარება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“, – აღნიშნულია მასალებში.