საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. „ევროპული საქართველო“ გახდა კოალიცია „ერთიანობის“ ნაწილი, ისევე როგორც „სტრატეგია აღმაშენებელი“, ეს არ ნიშნავს პარტიების შეერთებას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ მთავარი ამოცანაა, რომ არჩევნებზე ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს.
„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ოპოზიციური ხმების კონსოლიდაცია, შესაბამისად, ვაწარმოეთ მოლაპარაკება სხვადასხვა კოალიციასთან, მაგრამ ყველაზე სწრაფი გადაწყვეტილება, ღიაობა და ა.შ. ჰქონდა კოალიცია „ერთიანობას“. შესაბამისად, ჩვენ შევუერთდით კოალიცია „ერთიანობას“, რათა ამ კრიტიკულ არჩევნებზე არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს. ეს არ ნიშნავს პარტიების შეერთებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ევროპული საქართველო“ გახდა კოალიცია „ერთიანობის“ ნაწილი ისევე, როგორც „სტრატეგია აღმაშენებელი“, – განაცხადა წერეთელმა.