რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი : ჟამი პასპორტების დარიგებისა და ჟამი მათი ჩამორთმევისა - მოსკოვი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საქართველოში დაბრუნებისკენ უბიძგებს

   საქართველო და რუსეთმა, როგორც ნებისმიერ ოჯახში ხდება, წაიჩხუბეს და ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, მაგრამ მაინც ერთი ოჯახის ვრებად რჩებიან.

ვაჭრობა და სატრანსპორტო მიმოსვლა, ტურიზმი და უვიზო რეჟიმი - ყველაფერი აღდგენილია, გარდა დიპლომატიური ურთიერთობებისა. ორი ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის კომუნიკაცია არ არის - საქართველოს პოლიტიკურ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი თავ იკავებს, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ კრემლთან არაოფიციალური კონტაქტის დამყარების შესახებ წინადადება მიიღო. მაგრამ ასეთი უკონტაქტო პოლიტიკაც კი არ უშლის ხელს თბილისსა და მოსკოვს ერთმანეთს ხელი გაუწოდონ, რაც აუცილებლად შერიგებით დასრულდება.

ერთმანეთთვის ხელის გაწოდება“ ნიშნავს:

- რომ საქართველომ რუსეთს ზურგში დანა არ ჩაარტყა და უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად ქართული ჯარის ქვედანაყოფები ჩარტერული რეისებით არ გაგზავნა;

- რომ საქართველომ არ გახსნა მეორე ფრონტი უკრაინის დასახმარებლად - არ შეუტია რუსეთის სამხედრო ბაზებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში;

- რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ნიურნბერგის პროცესი" გაიმართება ნაცისტების - სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ და ის აიკრძალება, როგორც თავის დროს ნაციონალ-სოციალისტური პარტია“, რადგან 2008 წლის აგვისტოში მოუწყო გენოციდი საკუთარ ხალხს და ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტის გასხვისებას;

- რომ საქართველო არ შეუერთდა ანტირუსულ სანქციებს, რაც თვითმკვლელობა იქნებოდა საქართველოს ეკონომიკისა და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის;

- რომ ერთმორწმუნე საქართველო შეიტანს ცვლილებას კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართულ სახელმწიფოში მთავარი რელიგიისა და ქართველთათვის კოლექტიური იდენტიფიცირების შესახებ;

- რომ მართლმადიდებელ საქართველოში საკანონმდებლო დონეზე აიკრძალება ჰომოსექსუალიზმის - ათობით გენდერის, ერთსქესიანთა ქორწინების, ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვების შვილად აყვანის, სქესის შეცვლის ოპერაციებისა და ინცესტის - პროპაგანდა, რადგანაც ქართველი ათი მცნებით და არა ცხრა დათქმით ხელმძღვანელობს აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;

- რომ საქართველომ მიიღო რუსეთზე გაცილებით უფრო რბილი კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. და აი, პირველი შედეგიც - აღმოჩნდა, რომ საქართველოში 30 ათასი არასამთავრობო ორგანიზაციაა, გავამრავლოთ საშუალოდ 10 წევრზე და მივიღებთ უცხოეთის აგენტების 300-ათასიან არმიას. დაამატეთ აქ პოლიტიკური პარტიები და მედია ორგანიზაციები - და მივიღებთ ნახევარ მილიონზე მეტ უცხოელ აგენტს 2,5 მილიონიან საქართველოში (მათი ზომბირებული ნახევარ მილიონიანი ელექტორატის ჩათვლის გარეშე - თითო კაცს მინიმუმ ერთი მომხრე ხომ ეყოლება?).

ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია და პარტიები აღმოჩნდნენ დასავლეთის აგენტები, მათ შორის არ აღმოჩდა არც ერთი რუსული, და, მაშასადამე, ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველა ინსინუაცია რუსული „რბილი ძალის“, „რუსული ნარატივის“, „რუსული პროპაგანდის“ და „კრემლის ჰიბრიდული ომის“ შესახებ უსირცხვილო ფეიკი აღმოჩნდა! აღმოჩნდა, რომ მინიმუმ მილიონი საქართველოს მოქალაქე - ამომრჩეველი - მოტივირებულად თუ გაუცნობიერებლად, გასამრჯელოს სანაცვლოდ თუ უსასყიდლოდ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ინტერესებს ატარებს.

   და მაინც რა ბრალდებას უყენებს რუსეთს რუსოფობების - უცხოელი აგენტების - იდეური მოღალატეებისა და რადიკალური ოპოზიციის უნებურად მოჯადოებული მხარდამჭერების არმია? მხოლოდ სენტენციას " რუსეთი ოკუპანტია ", რადგან ყველაფერი დანარჩენი რუსულია - საუკეთესო, მდიდარი და ერთადერთი - იქნება ეს იმპორტი, ქართული ექსპორტის რუსული ბაზარი, ტურისტები, ფულადი გზავნილები, პური თუ რუსეთის ქართული დიასპორა.

   მაგრამ ბოლო დღეებში ადგილი ჰქონდა მოვლენებ, რის შემდეგაც ყველაზე დაბალი დონის დასავლელმა აგენტებმაც კი, რომლებსა, ფაქტობრივად, წარმოადგენენ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა საქართველოში, უნდა შეწყვიტონ რუსეთის "ოკუპანტად" შერაცხვ.

მოგეხსენებათ, რუსებს, თურქეთის მოქალაქეებისგან განსხვავებით, აფხაზეთში ეკრძალებათ უძრავი ქონების შეძენა, ბიზნესის გახსნა, სასტუმროები აშენება; აფხაზეთში რუსი ტურისტებისთვის უწიდებურად არასახარბიელოა კრიმინოგენური სიტუაცი, რომელიც ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა აფხაზეთში რუსეთის საელჩოს პირველი მდივნის, დმიტრი ვიშერნევისა და მისი მეუღლის მკვლელობის შემდეგ. აფხაზეთს არ გადაუხდია რუსეთისთვის სოხუმის აეროპორტის მშენებლობის დავალიანება, რომელიც დაახლოებით 3 მილიონ დოლარს შეადგენს; ამავე დროს, რუსეთისთვის სტალინის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემა ხმაურიანი საპროტესტო აქციების ფონზე იმდინარეობდა,წინააღმდეგ ხმა მისცა აფხაზეთის 35-კაციანიპარლამენტის“ 9 დეპუტატმა.

   მითხარი, გეთაყვა, სად გინახავთ სეთი ოკუპანტები, რომლებსა ყოველ ნაბიჯზე ავიწროებენ და ატყუებენ?! აფხაზები და ოსები უკრაინაში რუსეთის მხარეს არ იბრძვიან, თუმცა რუსეთი მათთვის საქართველოსთან იბრძოდა!

   ამ ყველაფერმა, ისევე როგორც ბევრმა სხვა გარემოებამ, შეარყია მოსკოვის ნდობა - იმდენად, რონ რუსეთმა გადაიფიქრა შავი ზღვის ფლოტისთვის ოჩამჩირში საზღვაო ბაზის გახსნა. იმ პირობებში, როდესაც რუსეთი მარტო ებრძვის მთელ დასავლეთს, თავის ბალანსზე ორი დოტაციური თვითგამოცხადებული „რესპუბლიკის“ შენახვას (და თანაც, პასუხად გაუგონარი უმადურობა მიიღოს!) მეტს აღარ აპირებს.

   მიმდინარე წლის 19 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკმა გამართა თათბირი აფხაზეთის რესპუბლიკის „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიასთან , რომელსაც ესწრებოდნენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის უცხოეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსის მოადგილე . ლისენკო და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის უცხოეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს დეპარტამენტის უფროსი . მიშენკოვი (შეხვედრის პროტოკოლი ხ. ქვემოთ).

   თათბირზე რუსეთის შესაბამის მაღალჩინოსნებს მიეცათ მითითებები რუსეთის მიერ აფხაზეთის წინააღმდეგ სხვადასხვა სანქციების შემოღების თაობაზე ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი რიგი ვალდებულებების, კერძოდ, აფხაზეთის კანონმდებლობის რუსულთან ჰარმონიზაციის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო (იხ. პროტოკოლი).

აღსანიშნავია, რომ პროტოკოლი დარეგისტრირებულია და ხელმოწერილია კოზაკის მიერ 26 აგვისტოს - რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღეს (2008 წლიდან - მთავარი სახალხო დღესასწაული თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში).

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 26 აგვისტოს სოხუმში პირველად არ შედგა რუსეთ-აფხაზეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა რუსული მხარის წარმომადგენლების ჩაუსვლელობის გამო.

   აღსანიშნავია, რომ ამ თათბირის შესახებ აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ და უშიშროების საბჭოს მდივანმა რაულ ლოლუამ შეიტყვეს არა აფხაზი სეპარატისტ - ქართველთმოძულე გავლენის ქვეშ მოქცეული "პრეზიდენტ" ბჟანიასგან, არამედ შემთხვევით ნახეს პროტოკოლი სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში, როგორც ბრიფინგზე თავად განაცხადეს . აფხაზეთის „პრეზიდენტის ადმინისტრაციამ“ განაცხადა, რომ არ არის ვალდებული გააზიაროს მსგავსი ინფორმაცია, რაც მიუთითებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების განხეთქილებაზე პროგრესული აფხაზი ახალგაზრდების მხარდაჭერით მოსარგებლე თბილისთან დიალოგისადმი დადებითად განწყობილთა (როგორც შამბა და ლოლუა) და 1992-93 წლების ომის მონაწილე ქართველთმოძულთა შორის, რომლებიც თვლიან, რომ ქართველთა თავებით ფეხბურთის თამაშის გამო აქვთ პრივილეგია სიცოცხლის ბოლომდე ყველას ჭკუა დაარიგონ და არაერთი ახალგაზრდა თაობა საქართველოდსა და მთელი მსოფლიოსგან იზოლაციაში მოაქციონ. სწორედ აფხაზთა ეს კატეგორიაა მოხსენიებული პროტოკოლში (იხ. პუნქტი 3), რომლის მიხედვითაც ბჟანია 24 სექტემბრამდე იღებს ვალდებულებას „მიაწოდოს ინფორმაცია სახალხო კრების - აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებისა და აფხაზური ოპოზიციის ლიდერებიის შესახებ, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების საზიანოდ, მათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით(ისევე, როგორც ჩამოერთვათ რუსეთის მოქალაქეობა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ზოგიერთდეპუტატსადა მაღალჩინოსანს!).

   არადა, რუსეთს შეუძლია აფხაზების არა მარტო რუსეთის მოქალაქეობა, არამედ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაც უკან გაიწვიოს!

   გარდა ამისა, პროტოკოლი (იხ. პუნქტი №4) რეკომენდაციას უწევს „ რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო სათათბიროსა და რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს ორიენტირებას სახალხო კრების - აფხაზეთის რესპუბლიკ პარლამენტის დეპუტატებთან - კონტაქტების მინიმიზაციისკენ, რუსული მხარის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე მათ არაკონსტრუქციულ პოზიციასთან დაკავშირებით.

   ანუ, უმადურ აფხაზ სეპარატისტებს ჩამოერთვათ რუსეთის მოქალაქეობა და აღარ ესაუბრონ მათ - ასეთია მოსკოვის დღევანდელი პოზიცია!

  

   ასევე პროტოკოლი (იხ. პუნქტი 2) შესაბამის რუსულ ორგანიზაციებს ევალებათ აცნობონ აფხაზურ მხარეს, რომ ამიერიდან აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთისგან მხოლოდ და მხოლოდ კომერციულ ფასად შეისყიდის. პროტოკოლის ეს პუნქტი, ასევე №1 და მთავარი პუნქტი, რომელიც განგებ მოვიტოვე ბოლოსკენ (იხ. ქვემოთ), ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რუსეთი განზრახ უბიძგებს აფხაზეთს საქართველოში დაბრუნებისკენ - საქართველოში, რომელიც ყოველთვის უსასყიდლოდ აწვდიდა ელექტროენერგიას აფხაზეთს!

   და ბოლოს, პრიტიკოლის №1 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 1 სექტემბრიდანრუსეთის ფინანსური დახმარების თანხების გადარიცხვ აფხაზეთის რესპუბლიკისთვის (ეს კი თვეში 1,6 მილიონი დოლარი) შეჩერებულია აფხაზური მხარის მიერ შემდეგ ვალდებულებებ შერულებამდე: მოახდინოს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის სასამართლოსა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთ ღიარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება; უზრუნველყოს რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ამოქმედებ; მოხსნას შეზღუდვები რუსი ინვესტორებისთვის აფხაზეთის რესპუბლიკის კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (აპარტამენტებ).“ ეს ნიშნავს, რომ სანამ რუს ინვესტორებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის, აპარტ-სასტუმროების გახსნისა და ყველა სახის ბიზნესპროექტის განხორციელების უფლება არ მიეცემათ, სახელმწიფო ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფი აფხაზეთის ყველა „მოქალაქე“, მასწავლებლებიდან და ექიმებიდან დაწყებული, პოლიციელებითა და სამხედრო მოსამსახურეებით დამთავრებული, ხელფასს ვერ მიიღებს. ხოლო რუსეთის წინაშე ზემოჩამოთვლილი ვალდებულებების შესრულებას ხელს უშლის ზემოხსენებული ქართველთმოძულე აფხაზური ოპოზიცია.

   აფხაზებს მცირე არჩევანი რჩებათ - ან შეასრულონ რუსეთის წინაშე აღებული ყველა ვალდებულება, ან დაბრუნდნენ საქართველოს შემადგენლობაში, რაც აფხაზეთში ტურისტულ სამოთხეს შექმნის. შამბამ და ლოლუამ იმავე პრესკონფერენციაზე ხაზგასმით ტყუილუბრალოდ როდი აღნიშნეს, რომ მხოლოდ დადებითად არიან განწყობილნი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების მიმართ და ადარდებთ საქართველოში მოახლოებული „მძიმე“ საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ბოლოს და ბოლოს, საქართველოსთან ინტეგრაცია (ნებისმიერი ფორმით, ავტონომიიდან - ფედერაციამდე) შესაძლებელია მხოლოდ ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში, რომელიც აღიარებს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას.

   ვფიქრობ, დროა თბილისმა გადადგას საპასუხო ნაბიჯი და გამოაცხადოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის კორექციის შესახებ - უარი თქვას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების სწრაფვაზე.

P.S.

     მაშინ, როდესაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოს წიაღში დაბრუნება მეტ-ნაკლებად რეალური გახდა, 5 სექტემბერს ვილნიუსში შემუშავებულ ევროსაბჭოს დეკლარაციაზე ხელისმომწერ ქვეყანათა შორის (რომლებიც მხარს უჭერენუკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნას”, აგრეთვე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ორდერს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის, უსაფრთხოების საბჭოს მდივან სერგეი შოიგუსა და სხვა მაღალი რანგის რუსი პოლიტიკური მოღვაწეების დაპატიმრების შესახებ) ფიგურირებს საქართველოც – უკრაინასთან, მოლდოვასთან, აშშ-თან, ევროსაბჭოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად…. საგულისხმოა, რომ სომხეთის ხელმოწერა, რომელიც ამ დოკუმენტის თავდაპირველ ვერსიაში ფიქსირდებოდა, მის საბოლოო ვარიანტში გაქრა!

არნო ხიდირბეგიშვილი,
„საქინფორმი“-ს -ის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 5 სექტემბერი
საქართველო, თბილისი