უცხოეთი
ჯო ბაიდენი და კირ სტარმერი უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებზე ნებართვის საკითხს განიხილავენ

 საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებისთვის ნებართვის მიცემის საკითხს განიხილავენ.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ბაიდენი და სტარმერი 13 სექტემბერს შეხვდებიან.

„ბაიდენი პარასკევს ბრიტანეთის პრემიერთან განიხილავს უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების დარტყმების განხორციელების უფლების მიცემას“, – განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ ის და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი ხვალ, 11 სექტემბერს ერთობლივად ეწვევიან კიევს. ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინა აქტიურად მოუწოდებდა მოკავშირეებს, მოეხსნათ ყველა შეზღუდვა რუსეთის სიღრმეში შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების გამოყენებაზე.

1tv.ge