სამართალი
საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ერთადერთი მიზანი, რატომაც ვიღაცებს უნდათ, საქართველოს ხელისუფლებაში დააბრუნონ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, არის ის, რომ აქ უნდათ მეორე ფრონტის გახსნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში ერთ კვირაში გახსნიან მეორე ფრონტს.
„მე გარანტიას გაძლევთ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, თეორიულად რომ დავუშვათ, ერთ კვირაში პიარულადაც არ შეფუთავენ ამას, გახსნიან მეორე ფრონტს ამ ქვეყანაში. საბედნიეროდ ამ სცენარს ხელოვნურად ვერ გავითამაშებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.