საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. „ჰეზბოლა“ მზად არის ისრაელის მხრიდან სახმელეთო ოპერაციის დაწყებისთვის, ისრაელი თავის მიზნებს ვერ მიაღწევს, – ამის შესახებ ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ხელმძღვანელის მოადგილემ, ნაიმ ყასემმა განაცხადა.
„ჰეზბოლას“ წარმომადგენლის თქმით, დაჯგუფება გენერალურ მდივანს შეარჩევს რაც შეიძლება სწრაფად, არსებული მექანიზმის მიხედვით.
ნაიმ ყასემის განცხადებით, ისრაელის ძალები აშშ-ის მხარდაჭერით კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას.
„ჰეზბოლას“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ დაჯგუფება გააგრძელებს თავისი მთავარი მიზნების შესრულებას – ღაზის მხარდაჭერას, ლიბანის დაცვას და გაიმარჯვებს, 2006 წლის მსგავსად ისრაელთან დაპირისპირებაში.
პარალელურად, ისრაელის მედია წერს, რომ ტრანსსასაზღვრო ოპერაციის ფარგლებში, ისრაელის თავდაცვის ძალების სპეცდანიშნულების დანაყოფები „ჰეზბოლას“ გვირაბებში შევიდნენ.
1tv.ge