პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო: შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაუწესებია

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში აცხადებენ, რომ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაუწესებია.

ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, – განაცხადეს აშშ-ის საელჩოში.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „ფორმულამ“ 2 ოქტომბერს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.