პუბლიკაციები
საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. „ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან“, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსის“ ჟურნალისტის კითხვას, როდის ჰქონდა ბოლო საუბარი კრემლთან.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას კომუნიკაცია აქვს დასავლელ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში.
„საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში. ასეთია სურათი დღეის მდგომარეობით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.