საზოგადოება
საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. აეროპორტების მიმართულებით, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები - აშენდება თბილსის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში, ასევე იგეგმება ქუთაისის აეროპორტის გაფართოება, - ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ანაკლიაში უკვე დაიწყო ახალი პორტის მშენებლობა.
„აღსანიშნავია ანაკლიის პროექტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაწყებულია და შედეგები გვექნება მაქსიმუმ 2029 წლისთვის, თუმცა იმედია, 1 წლით ადრე მოხდება პირველი გემების მიღება. ანაკლიაში გვაქვს ახალი სტადიონის პროექტი“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.