საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. კრემლს არ სურს, რომ საქართველომ და მოლდოვამ საკუთარი მომავალი განსაზღვრონ და ყველაფერს აკეთებს, რათა ზიანი მიაყენოს დემოკრატიულ პროცესებს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
როგორც ნაუსედა წერს, არ უნდა დაუშვან, რომ „ქართველი და მოლდოველი ხალხი დაშორდნენ ევროპულ ოცნებას“.
„რუსეთი ზრდის ჰიბრიდულ ოპერაციებს ევროკავშირის სამეზობლოში. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმი მოლდოვაში ამის დასტურია. კრემლს არ სურს, რომ საქართველომ და მოლდოვამ საკუთარი მომავალი განსაზღვრონ და ყველაფერს აკეთებს, რათა ზიანი მიაყენოს დემოკრატიულ პროცესებს. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, არ მიატოვოს ქართველი და მოლდოველი ხალხი. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ისინი დაშორდნენ ევროპულ ოცნებას. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოებას და უზრუნველვყოთ, რომ ხალხის ხმა გადამწყვეტი იყოს თავიანთი ქვეყნების მომავლის განსაზღვრაში“, – წერს გიტანას ნაუსედა.
1tv.ge