მას შემდეგ, რაც გლობალური ომის პარტია ამოწურავს თავის შესაძლებლობებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მიმართულებით და იმაშიც დარწმუნდება, რომ უცხო ქვეყნების აგენტებმა, მსუყე დაფინანსების მიუხედავად, ვერ შეძლეს დასახული ამოცანების გადაჭრა, ის გამოიყენებს უკანასკნელ არსენალს ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ეს გახლავთ ბიოლოგიური იარაღი ლუგარის ლაბორატორიიდან, რომლისთვისაც კარგა ხნის წინათ უნდა დაერტყათ ალყა ავღანეთგამოვლილ ქართულ ბატალიონებს და ჩერნობილის ატომური ელეტროსადგურის მსგავსად, დაეფლათ ბეტონის სარკოფაგში.
ლუგარის ლაბორატორიის თანადამფუძნებელი და თანამფლობელი მიხეილ სააკაშვილი, პატიმრობის მიუხედავად, დღემდე ინარჩუნებს აღნიშნულ ობიექტზე გავლენას და, შესაძლოა, წილსაც. მეორე თანადამფუძნებელი და თანამფლობელი კი რიჩარდ ლუგარის გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე შარლინ ლუგარი ბრძანდება, რომელიც თბილისს 2019 წლის ივნისში ეწვია, ე.წ. „გავრილოვის ღამემდე“ ერთი კვირით ადრე.
ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელები ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე პენტაგონმა სწორედ სააკაშვილის წარდგინებით დაიქირავა. მათ ხელი მოაწერეს სახელმწიფო საიდუმლოების გაუცხადებლობის დოკუმენტს და მთელი ცხოვრების მანძილზე გაინაღდეს ამერიკული პენსია, სამედიცინო დაზღვევა და სხვა ამქვეყნიური სიამენი. საკითხავია, რატომ არ მოხდა ამ პირების დაკავება მას შემდეგ, რაც საქართველოს უშიშროების კომიტეტის ექსთავმჯდომარემ იგორ გიორგაძემ მოსკოვში ააფრიალა ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული ზესაიდუმლო დოკუმენტები? იქნებ ინფორმაციის გაჟონვა შეგნებულად მოხდა ან სულაც ეს მასალები გამყრელიძემ თავად მიაყიდა ძველ მეგობარს, საბჭოთა კაგებეს ყოფილ თანამშრომელს, სააკაშვილის ბიძას თემურ ალასანიას? და, საერთოდ, რატომ არ არის დაკითხული დღემდე „ვივამედის“ კურორტზე თავისუფლებააღკვეთილი საქართველოს ექსპრეზიდენტი ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით?
ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში მე გამოვთქვი ვერსია, რომ „კოვიდ-19“ და შიდსი წარმოადგენენ ბიოლოგიურ იარაღს, შექმნილს ერთსა და იმავე ბიოლაბორატორიაში, მოწინააღმდეგე ქვეყნის მოსახლეობისა და სამხედრო კონტინგენტის იმუნიტეტის დათრგუნვის მიზნით. და მაინც, რატომ გახდა საჭირო კორონავირუსის შექმნა, თუკი უკვე არსებობდა მომაკვდინებელი იმუნოდეფიციტის ვირუსი? საქმე იმაშია, რომ ერთჯერადი შპრიცებისა და მექანიკური კონტრაცეპტივების მასობრივი გამოყენების კვალდაკვალ შიდსის მომაკვდინებელი ეფექტი, რომელიც სისხლით და სქესობრივი გზით გადადის, მნიშვნელოვნად შემცირდა. ამასთან, დასავლეთს უკვე აღარ აწყობდა ის ტენდენცია, რომ იმუნოდეფიციტის ვირუსი ყველაზე მეტად ერჩოდა დასავლეთმიდრეკილ ელექტორატს — ძირითადად, ჰომოსექსუალებსა და ნარკომანებს, ანუ იმ უმცირესობის წარმომადგენლებს, რომელთა უფლებების დაცვაცს წორედ დასავლური იდეოლოგიის საფუძველთა საფუძველია. ამდენად გაჩნდა ახალი ტიპის ვირუსის საჭიროება, რომლის შეჩერებაც ვაქცინის გარდა, არაფრით იქნებოდა შესაძლებელი და არჩევანი შეჩერდა ჰაერწვეთოვანი გზით გადამდებ SARS-CoV-2-ზე. როგორც მაშინ განვაცხადე, კორონავირუსი თბილისში არსებული ლუგარის ლაბორატორიის მსგავსი გასაიდუმლოებული დაწესებულებების პროდუქტია, რომელსაც არ შეეძლო დამოუკიდებლად მუტაცია, თუ არა ამერიკული ან ჩინური სამედიცინო-ექსპერიმენტული პოლიგონი. დაფიქრებისათვის ის ფაქტიც კმარა, რომ სწორედ დიდ ბრიტანეთში მოხდა ლიტვინენკოს, პატარკაციშვილისა თუ სკრიპალების მოწამვლა, სადაც პორტონ-დაუნის გარდა, არაერთი ასეთი ბიოლაბორატორია ფუნქციონირებს.
ახლა კი ვითხოვ მკითხველის განსაკუთრებულ ყურადღებას - „ასავალ-დასავალის“ ამავე გვერდზე დაბეჭდილია გამყრელიძის ამერიკელი კოლეგის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის სახელმწიფო ცენტრების (CDC) ყოფილი ხელმძღვანელის რობერტ რედფილდის აღიარება, რომელიც ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას და მათ შორის უმთავრესს — კორონავირუსი, რომელმაც მსოფლიოს 7 მილიონი მცხოვრები შეიწირა, ამერიკაში ნატოს წინაშე აღებული ვალდებულების ფარგლებშია შექმნილი და წარმოადგენს სამხედრო ოპერაციის შემადგენელ ნაწილს.
საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ოჯახი, რომელმაც პანდემიის დროს ახლობელი არ დაკარგა. და ამის შემდეგ რა ნამუსით შეიძლება ავიმაღლოთ ხმა ოპოზიციის მხარდასაჭერად? ვინ მოიცლის პოლიტიკისთვის, როდესაც თბილისში, ლუგარის ლაბორატორიიდან თუნდაც ახალი მოდერნიზებული ვირუსის მომაკვდინებელი შტამი გაჟონავს? მართლაც რაოდენ დიდი ნაძირალა უნდა იყო, რომ უკრაინის მხარეზე იბრძოლო და მეორე ფრონტის ეგიდით მიწასთან გაასწორო მშვიდობის ოაზისად შთენილი საქართველო!
აი, რატომ უნდა დაიფლას ბეტონის დაურღვეველი სარკოფაგის ქვეშ არამხოლოდ ყოვლისწამლეკავი ვირუსების საცავი, არამედ, უპირველესად, ცენტრალური ოფისი სააკაშვილის ნაციონალური პარტიისა, რომელმაც დაასნებოვნა სრულიად საქართველო კორონავირუსზე გაცილებით ვერაგი და გამანადგურებელი სენით.
სწორედ იმ ოფისში ნაწრთობი იდეოლოგიით აქციეს საქართველოს არაერთი მოქალაქე ცივსისხლიან რობოტად, რომელსაც პირზე მხოლოდ „რუსული საფრთხე“ აკერია. სხვა შემთხვევაში ისინი უნდა მიმხვდარიყვნენ, რატომ ამუშავებენ ერთობლივად აშშ და მისი ნომერ პირველი მტერი ჩინეთი ბიოლოგიურ იარაღს და რატომ არის იმავე ჩინეთისათვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები!
არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული-საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2024 წლის 17 ნოემბერი
საქართველო, თბილისი