აქტუალური
ანრი ოხანაშვილი: ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით სამინისტრო პროაქტიულად გააგრძელებს ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესს

 საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით სამინისტრო პროაქტიულად გააგრძელებს ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, ანრი ოხანაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამინისტრო უზრუნველყოფს სამართლებრივი დაახლოების შესახებ ინფორმაციის ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვას.

ეს მნიშვნელოვანი საქმიანობაა, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი გაცხადებული პოლიტიკური მიზანია და ამ მიმართულებით სახელმწიფო უნდა შეხვდეს მზად ევროკავშირის წევრობას და შესაბამისი საკანონმდებლო სივრცე უნდა იყოს სრულად ჰარმონიზებული, თანხვედრაში და, აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ მიმართულებით განვაგრძობთ მუშაობას“, ‒ განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.