აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი: ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

 საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ტყუილი, თითქოს დავტოვე „ქართული ოცნება“. ამ დეზინფორმაციას აქვს ერთადერთი მიზანი, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გამოიწვიონ ხელოვნური აჟიოტაჟი, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ გვერდზე გამოქვეყნდა.

ღარიბაშვილის თქმით, აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ თანამდებობაზე.

ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ვაგრძელებ მუშაობასქართული ოცნებისთავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.