პოლიტიკა
სტუმრად ყოფნისას, მოიქეცი როგორც სტუმარი! - კითხვებზე პასუხობს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი დმიტრი ტროფიმოვი

საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციას მიმართავენ სხვადასხვა მედიასაშუალებები საქართველოში არსებულ სიტუაცისთან დაკავშირებით. კომენტარის გაკეთების, რუსეთის მოქალაქეების მიმართ საფრთხის ხარისხის შეფასების და აგრეთვე იმ მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თხოვნით, რომლებიც დააკავეს ან გარკვეულწილად დაშავდნენ მიმდინარე მოვლენების მორევში.

  ჩვენ შევაგროვეთ შემოსული კითხვები და რფ-ის ინტერესების სექციის ხელმძღვანელს, მიტრი ალექსანდრეს ძე ტროფიმოვს, ვთხოვეთ მათზე პასუხის გაცემა.

- რა ხდება ახლა საქართველოში? არის თუ არა საუბარი მორიგი „ფერადი რევოლუციის“ განხორციელების მცდელობაზე? რის მიღწევას ცდილობს ოპოზიცია? როგორ აფასებთ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ქმედებებს?

- პირველი, რაც მინდა განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნო: დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის სულისკვეთების კვალდაკვალ, მე, როგორც საქართველოს სტუმარი, ზოგიერთი ჩემი უცხოელი კოლეგისგან განსხვავებით,  რა თქმა უნდა, თავს შევიკავებ ყოველგვარი პოლიტიკური შეფასებებისგან იმისა, რაც არის საქართველოს შიდა საქმე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს საჯარო განზოგადების ობიექტად აქ აკრედიტებული დიპლომატისთვის. რა თქმა უნდა, გვსურს სიტუაციის სწრაფი და, სასურველია, მდგრადი სტაბილიზაციის იმედი ვიქონიოთ: ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც თავად საქართველოსთვის, ასევე მისი ყველა მეზობელი ქვეყნისთვის, მათ შორის რუსეთისთვის.

მინდა აღვნიშნო კიდევ ორი გარემო:

პირველ რიგში, ის, რაც ხდება, არ შეიძლება არ იწვევდეს შეშფოთებას როგორც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების, ასევე მათ გარშემო არსებული ზოგადი ატმოსფეროს თვალსაზრისით.

და მეორე: მე მაქვს დიდი ეჭვი, რომ ადგილობრივი დემონსტრაციების რიგი მონაწილიების მიერ ევროპული ღირებულებებისადმი დეკლარირებული ერთგულება არის ერთგვარ კავშირში უცხო ქვეყნების დროშების დაწვასთან, ასევე ლოზუნგებსა და განცხადებებთან, რომლებიც შეიცავს სიძულვილისა და უთანხმოების გაღვივების აშკარა ელემენტებს ეროვნული და ეთნიკური ნიშნით.

- სხვადასხვა ტელეგრამ არხებსა და სოციალურ ქსელებში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია ქუჩის საპროტესტო აქციებში მონაწილე რუსეთის მოქალაქეების დაკავებების შესახებ. რა არის ცნობილი ამ დროისთვის?

- ნამდვილად, მედიასა და სოციალურ ქსელებში ფიგურირებს ინფორმაცია მიტინგებზე რუსეთის მოქალაქეების „მრავალრიცხოვანი დაკავებების“ შესახებ. გვხვდება ცნობებიც რუსეთის, შესაძლოა, გარდაცვლილ მოქალაქეზეც (ეთიკური მიზეზების გამო და აგრეთვე პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, ჩვენ, ბუნებრივია, არ ვასახელებთ კონკრეტულ გვარებს). ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 დეკემბრის დილის მდგომარეობით, ამ დღეებში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის „მიტინგის“ მუხლებით (ეს არის 166-ე და 173-ე მუხლები, რომლებშიც საუბარია პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობაზე, წინააღმდეგობის გაწევასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე) დაკავებული რუსეთის მოქალაქეების საერთო რაოდენობამ შეადგინა 8 ადამიანი. ამასთან, ამ მომენტისთვის ინტერესთა სექციას ოფიციალურად ეცნობა მხოლოდ 4 დაკავებული პირის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტებით. დანარჩენები, მაშასადამე, ან უკვე გაათავისუფლეს, ან მათ არ გასცეს (როგორც ამას კანონი მოითხოვს) თანხმობა შესაბამისი მონაცემების დიპლომატიური მისიისთვის გადაცემაზე. ამავდროულად, ინტერესების სექცია არ ფლობს ინფორმაციას საპროტესტო აქციების დროს რუსეთის მოქალაქეების გარდაცვალების ან რომელიმე მათგანის ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენების შესახებ.

საჭიროდ მიმაჩნია, კიდევ ერთხელ გავუმეორო ჩემი დაჟინებითი რეკომენდაცია რუსეთის ყველა მოქალაქეს საქართველოში: დღევანდელ რთულ ვითარებაში, საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე,  მოერიდეთ პოლიტიკური დაძაბულობის ნებისმიერი სახის კერებს და ამა თუ იმ საპროტესტო აქციების ჩატარების ადგილებს. რა თქმა უნდა, ინტერესების სექცია ყოველთვის არის მზად გაუწიოს საჭირო დახმარება რთულ სიტუაციაში მოხვედრილ რუსეთის მოქალაქეებს. მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენი შესაძლებლობები დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში შეზღუდულია და, მეორე, ჩვენი მოქალაქის  დაკავების მომენტიდან ჩვენს მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღებამდე, შეიძლება გავიდეს 7-10 დღე.

- როგორ აფასებთ რუსეთის ცალკეული  მოქალაქეების საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეობას?

- იცით, არ შემიძლია არ შეგახსენოთ ადამიანთა თანაარსებობის ზოგადი წესი: სტუმრად ყოფნისას, მოიქეცი როგორც სტუმარი!

ჩარევა, პირდაპირი თუ ირიბი, ნებისმიერ შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში არის ტაბუ და ნებისმიერი მასპინძელი ქვეყნის კანონის პირდაპირი დარღვევაა მასში მყოფი ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქის მხრიდან.

და კიდევ ერთი გარემოება, რომელიც უკავშირდება რუსეთის მოქალაქეების საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. ვაღიარებ, რთულად წარმომიდგენია, რომ ვთქვათ, ამერიკელი, რომელიც სულ მცირე სამჯერ არ დაეთანხმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ქმედებებს, ან, მაგალითად, ფრანგი, რომელსაც რაღაც მიზეზით არ უყვარს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, აღფრთოვენებით ადევნებს თვალს იმას, თუ როგორ წვავენ მის ეროვნულ დროშას, ტალახს ესვრიან მის ქვეყანას, მის ენას, მის კულტურულ და ეროვნულ იდენტობას. მე ვიტყოდი, რომ ეს არის არა პოლიტიკური შეხედულებების, არამედ ელემენტარული თავმოყვარეობის საკითხი.

- ზოგიერთ წყაროში გავრცელდა ინფორმაცია,  რომ ცალკეულ რუსეთის  მოქალაქეებს ადგილობრივი აქტივისტები ზეწოლის ქვეშ ქუჩის საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ უბიძგებენ, ზოგს კი ნაქირავები საცხოვრებლებიდან ასახლებენ პროტესტის საჯაროდ მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო. თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას ამის შესახებ?

- სამწუხაროდ, ასეთი ინფორმაცია ნამდვილად დასტურდება. ეს საგანგაშო სიგნალია. თანაც, არც ისე მნიშვნელოვანია, რა ფორმით ხდება ეს: ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგად, ჩვენ ვსაუბრობთ ცალსახა პროვოკაციაზე და რუსეთის მოქალაქეების უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობაში ჩარევის მცდელობებზე. ამ შემთხვევაში, გთხოვთ, დახმარებისა და იურიდიული კონსულტაციის  მისაღებად უყოყმანოდ მიმართოთ ინტერესების სექციას: ჩვენ აუცილებლად ვეცდებით დაგეხმაროთ.

- და ბოლოს. უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს მომავალში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან რეკომენდაციას იმის შესახებ, რომ სასურველი არაა, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა იმოგზაურონ საქართველოში.

- ახლა ამაზე საუბარი არ არის. ჩემი მხრიდან, გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში შიდაპოლიტიკური ვითარება დასტაბილურდება და რუსეთის მოქალაქეები, როგორც ადრე, ჩამოვლენ ამ მშვენიერ და სტუმართმოყვარე ქვეყანაში.

2024 წლის 6 დეკემბერი
საქართველო, თბილისი