პუბლიკაციები
მამა ელიზბარი: „ძალიან კარგი იქნება, თუ „ასავალ-დასავალი“ დაიწყებს აპოკალიფსის, ანუ იოანეს გამოცხადების ბეჭდვას! გავაგებინოთ ერთმანეთს და მთელ ერს, რა გველოდება, თუ დროზე არ მოვეგებით გონს!“

elizbari-mamaoვესაუბრებით სამების საკათედრო ტაძრის დიაკონს, ეროვნულ-საზოგადოებრივი მოძრაობა წმინდა გიორგის სადროშოს ერთ-ერთ დამფუძნებელს, მამა ელიზბარ დიაკონიძეს.

მამაო, ასავალ-დასავალის წინა ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში თქვენ ასეთი რამ განაცხადეთ: პატრიარქმა სინოდის სხდომაზე ტირილი დაიწყო და ეს ბრძენი მოხუცი იმდენად დათრგუნვილი იყო, რომ ორად-ორი სიტყვის გარდა, ვერაფერს ამბობდა: სირცხვილია! უხერხულია! პატრიარქის ცრემლებზე ძალიან მძაფრი რეაქცია ჰქონდა მის პირად მდივანს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს, რომელმაც სინოდის იმ 20 მოღალატე წევრს მიმართა, უწმინდესის ცრემლებს არ შეგარჩენთო! თუმცა თავად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავის საკვირაო ქადაგებაში ბრძანა: როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, რომელიც 33 წელია, ღვთის მადლივ ვიმყოფები ამ ტახტზე, მინდა გითხრათ, მე არ შემხვედრია მოღალატე სასულიერო პირი, მოღალატე ეპისკოპოსი. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

– პატრიარქი ჩვენი ეკლესიის ჭეშმარიტი მამამთავარია. იგი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ეკლესიის მთლიანობა და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას მისი შუაზე გახლეჩა. ეკლესიის მთლიანობის დარღვევა სავალალო შედეგებს გამოიწვევს და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. ამ საკითხში პირადად მეც და „წმინდა გიორგის სადროშოც“, რა თქმა უნდა, მისი უწმინდესობის გვერდით ვდგავართ!

ის მონაკვეთიც, რომელიც თქვენ პატრიარქის საკვირაო ქადაგებიდან მოიყვანეთ, სწორედ ეკლესიის მთლიანობის შენარჩუნებას ემსახურება. დიახ, ეკლესიის ერთიანობის შესანარჩუნებლად ბრძანა პატრიარქმა ეს სიტყვები. ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია და არანაირი კომენტარი საჭირო არ არის!

ახლა, თურმე, ზოგიერთი მეუფე იმის დადგენას ცდილობს, ვინ გამოიტანა გარეთ სინოდის სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების ამბავი. თქვე დალოცვილებო, სინოდის სხდომაზე თოფურიძეები და ბოკერიები გესხდათ და კიდევ სხვაგან ეძებთ ენის გამტანებს?! რა, ბოკერია გამოვიდა სინოდის სხდომიდან და საიდუმლოდ შეინახა, რაც იქ ხდებოდა?

მამა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია და მიმხვედრი ყველაფერს მშვენივრად მიხვდება. ახალი ის მითხარით, რა ვუყოთ არასამთავრობო ორგანიზაცია მრავალეროვანი საქართველოს თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანს, რომელმაც თქვენ და კიდევ რამდენიმე სასულიერო პირს საპატრიარქოში ახლახან შექმნილ ზნეობრიობის დამდგენ კომისიაში გიჩივლათ, ანტისომხურ, ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებენო? 

– ყველაზე საინტერესო, იცით, რა არის? საპატრიარქოში შექმნილ ზნეობრიობის დამდგენ კომისიასთან დაკავშირებით ამ სტეფანიანმა განაცხადა, მადლობა ღმერთს, საპატრიარქოში უკვე პარტნიორი გვყავსო. წარმოიდგინეთ, ამ ზნეობრიობის დამდგენ კომისიას სტეფანიანი და მისნაირები საპატრიარქოში თავიანთ პარტნიორად მიიჩნევენ.

ერთ-ერთ ინტერვიუში სტეფანიანმა, ასევე, დაწერა, ვის რამდენ ტერიტორიას „ავახევთ“, ეს ჩვენი ეროვნული სპორტია, ყოველთვის ასე ვიყავით და მომავალშიც ასე ვიქნებითო!

ისე, მრავალეროვანი საქართველოს ლიდერი სტეფანიანი კი არა, სააკაშვილია! ე.ი. სტეფანიანი და სააკაშვილი ერთმანეთს უწევენ კონკურენციას მრავალეროვანი საქართველოს ლიდერობაზე? არ დახოცოს ერთმანეთი ორმა სომეხმა საქართველოს ლიდერობისთვის! ამ სტეფანიანს, მგონი, პრეზიდენტობა უნდა და ცოტა ფრთხილად იყოს სააკაშვილი!

ქაშუეთის ტაძრიდან ასობით ათასი ადამიანი რომ დაიძრა სამებისკენ, იმ ზღვა ხალხში 30 პროცენტი ახალგაზრდობა იყო და, ეტყობა, ჩვენი მთავრობა კარგად ვერ მუშაობსო, აცხადებს სტეფანიანი თავის ინტერვიუში. ე.ი. საყვედურს ეუბნება სააკაშვილს, კარგად ვერ მუშაობ, ვერ გადაგიგვარებია ახალგაზრდობა, ამდენ ახალგაზრდას რა უნდოდა დედაეკლესიის დასაცავად ქუჩაში გამოსულ ხალხშიო!

რა უნდა ველაპარაკო ახლა ამ კაცს? ცოდოა ეს საწყალი! ისე, ერთი კითხვა მაქვს სტეფანიანთან: სომხეთში ერთი ორგანიზაცია მაინც თუ არსებობს, რომელსაც ქართველი კაცი უდგას სათავეში? თუ სტეფანიანი ჩემს თანამოქალაქედ თვლის თავს, მაშინ მე მიყუროს, რას ვაკეთებ და მომეხმაროს! ჩემი მიწაწყლისა მე უკეთ ვიცი! ამ საცოდავ სტეფანიანს როგორ მოვუარო, ესეც მასზე უკეთ ვიცი, იმიტომ, რომ მე უფროსი ძმა ვარ და მეტი გამოცდილება მაქვს. აქ პიროვნულ და ასაკობრივ უფროსობაზე კი არ მაქვს საუბარი, იმას ვგულისხმობ, რომ ქართველი ერი უფროსია სომეხზე, უფროსია რწმენაშიც და ქრისტიანობაშიც!

სტეფანიანი მე მადანაშაულებს, არა მარტო სომხებს, კათოლიკეებსაც ემტერებაო. მე არავის ვემტერები, მაგრამ ერთ ამბავს მოგიყვებით: რამდენიმე დღის წინათ ლესელიძის ქუჩის დასაწყისში ვიდექი, მოვიდა ქართველი კაცი და გამომელაპარაკა, რაღაცები მკითხა. ამასობაში მომიახლოვდნენ კაცი და ქალი. პოლონელები აღმოჩნდნენ. მამაკაცმა მკითხა, თქვენ სასულიერო პირი ბრძანდებითო? კი-მეთქი! თქვენთან შეიძლება, რომ მოქალაქემ ასე ქუჩაში გაგაჩეროთ და რამე გკითხოთო? რა თქმა უნდა, – ვუთხარი, – თუ რამე ვიცი, აბა, რისთვის ვიცი, სხვას თუ არ გავუზიარე-მეთქი? ძირითადად, რა საკითხებზე გეკითხებიანო? –  ნებისმიერ საკითხზე,  – ვუთხარი. მერე, თქვენ ამაში ფულს არ იღებთო? – გაკვირვებული მეკითხება, – ჩვენთან, პოლონეთში კათოლიკე სასულიერო პირს რა შეკითხვაც არ უნდა დაუსვა, ეკლესიისკენ მიგითითებს, იქ მოდი და გიპასუხებო. თუ გატყობს, რომ ეკლესიაში ვერ მიდიხარ, მაშინ ამოიღებს პრეისკურანტს და გაჩვენებს, რა თემაზე ლაპარაკში რამდენი უნდა გადაუხადოო. ეს დადგენილი წესი ყოფილა კათოლიციზმში.

ახლა ამისთანა რაღაცა რომ არ მომწონს და არ მსურს ჩემი ერისთვის, ამიტომ ქსენოფობი ვარ?

გონს მოვეგოთ, ხალხო! ჩვენი ქართველობის და სარწმუნოების დასაცავად აღვდგეთ, თორემ ხომ ხედავთ, რა ხდება? აპოკალიფსი გვიახლოვდება!

სხვათაშორის, ძალიან კარგი იქნება, თუ „ასავალ-დასავალი“ დაიწყებს აპოკალიფსის, ანუ იოანეს გამოცხადების ბეჭდვას! გავაგებინოთ ერთმანეთს და მთელ ერს, რა გველოდება, თუ დროზე არ მოვეგებით გონს!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

www.asavali.ge