აქტუალური
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის მერიასა და კავკასიაში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდს შორის

gamwvaneba2თბილისის მასშტაბით ტყის რესურსების გაუმჯობესებისა და მოვლა-პატრონობის მიზნით, თბილისის  მერმა გიგი უგულავამ და კავკასიაში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლობის დირექტორმა გიორგი სანადირაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის  თანახმად, თბილისის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამწლიანი პროექტი განხორციელდება, რომელიც ითვალსწინებს თბილისის შემოგარენში (წავკისის საცდელ უბანზე) 75 ჰექტარზე  ტყის მასივის აღდგენასა და მათ შემდგომ მოვლა-პატრონობას. მემორანდუმის ფარგლებში აღნიშნული ტერიტორიის გამწვანების სამუშაოებზე თბილისელები დასაქმდებიან. თბილისის მერია საცდელი უბნის ბუნებრივ-რეკრეაციული სტატუსის შენარჩუნებაზე იზრუნებს.

„ შედეგებს ჩვენ, ალბათ, უკვე სიბერეში მოვესწრებით, მაგრამ ეს ის საქმეა, რომელიც ჩვენი მომავალი თაობისთვის არის მნიშვნელოვანი. გადახედეთ თბილისის ძველ სურათებს და ის მთები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ თბილისის შემოგარენში, მთლიანად გამწვანებულია, თავის დროზე კი იყო მთლიანად ხრიოკი, ანუ თბილისს გარს არტყავს ხელოვნურად განაშენიანებული ტყეები. ეს არის უდიდესი შრომის, თანხისა და ძალისხმევის შედეგი.  ყველაფერი  ეს გარკვეულ  თანხებს საჭიროებს და, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია მათი  შენარჩუნება და განვითარება“, – აღნიშნა თბილისის მერმა გიგი უგულავამ.

შერჩეული ტერიტორია მნიშვნელოვანი ადგილია თბილისელთათვის დასასვენებლად. „ეს არის საპილოტე პროგრამა და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით. ამაზე დიდ სიკეთეს ვერცერთი ჩვენგანი ვერ გავუკეთებთ ჩვენ ქალაქს“, – დასძინა გიგი უგულავამ.

 

საქინფორმი