პოლიტიკა
საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. აშშ და სომხეთი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს მოაწერენ ხელს.
აღნიშნულის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ანი ბადალიანი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, ვაშინგტონში დოკუმენტს ხელს მოაწერენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი.