პუბლიკაციები
ამერიკელი პროფესორი ჯეფრი საქსი: ნათია თურნავასთან საუბარი მქონდა ეკონომიკურ მოვლენებზე, შუა დერეფანზე, მნიშვნელოვან გეოპოლიტიკაზე

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალური ბანკის მმართველთან შესანიშნავი საუბარი მქონდა, ნათია თურნავასთან ვისაუბრეთ ეკონომიკურ მოვლენებზე, შუა დერეფანზე, მნიშვნელოვან გეოპოლიტიკაზე, – ამის შესახებ ამერიკელმა პროფესორმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, ჯეფრი საქსმა განაცხადა.

ჯეფრი საქსი უნგრეთის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებულ ლამფალუსის კონფერენციაში მონაწილეობს, რომლის ერთ-ერთი მონაწილე ასევე არის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა.

მიხარია ამ ღონისძიებაზე დასწრება, შესანიშნავ შეხვედრაზე, სადაც მსოფლიოს ცენტრალური ბანკების ლიდერები იკრიბებიან. დისკუსიები მნიშვნელოვან გეოეკონომიკურ თემებს მოიცავს. მიხარია საქართველოს ცენტრალური ბანკის მმართველთან ერთად აქ ყოფნა. მასთან შესანიშნავი საუბარი მქონდა. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვადევნებ თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ველოდები თბილისში, რაც შეიძლება მალე ჩასვლას, რადგან ყოველთვის, როცა იქ ვარ, ძალიან კარგად მმასპინძლობენ.

[ცენტრალური ბანკის] მმართველ თურნავასთან ვისაუბრეთ ეკონომიკურ მოვლენებზე, შუა დერეფანზე, მნიშვნელოვან გეოპოლიტიკაზე. კონფერენციაზე ასევე ვისაუბრეთ რეგიონში მშვიდობაზე, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ვისაუბრეთ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზე, სრულიად ახალი მიდგომის პოვნის საჭიროებაზე, რომ მსოფლიომ ითანამშრომლოს პროდუქტიულად, და არა საომარ პირობებში, ეკონომიკური ინვესტიციების განხორციელებით, ცხოვრების დონის გაუმჯობესებით. ეს არის კონფერენციის მიზანი და ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩემთვის, საქმის კურსში ვიყო საქართველოში არსებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე“, – განაცხადა ჯეფრი საქსმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ლამფალუსის კონფერენციაში მონაწილეობს, რომელსაც ყოველწლიურად უნგრეთის ეროვნული ბანკი მასპინძლობს. წლევანდელი ღონისძიება უნგრეთის ცენტრალური ბანკის დაარსების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონფერენციის მიმდინარეობისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ შეხვედრები გამართა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეროვნული ბანკების ხელმძღვანელებთან, ასევე კონფერენციის მასპინძელი უნგრეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ პირებთან.