უცხოეთი
მარკო რუბიო - დონალდ ტრამპი ცდილობს, რუსეთი განაცალკეოს ჩინეთისგან დაახლოებით ისე, როგორც რიჩარდ ნიქსონმა ცივი ომის დროს ჩინეთი საბჭოთა კავშირს დააშორა

 საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ცდილობენ, რომ რუსეთი განაცალკეონ ჩინეთიდან დაახლოებით ისე, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა, რიჩარდ ნიქსონმა ცივი ომის დროს ჩინეთი საბჭოთა კავშირს დააშორა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „ბრეითბართთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის და ჩინეთის ურთიერთობები განსაზღვრავს ამ საუკუნეს და რუსებისა და ამერიკელებისთვის უკეთესი შედეგი იქნება, რომ რუსები არ იყვნენ დამოკიდებული ჩინეთზე, როგორც „უმცროსი პარტნიორი“.

„რუსეთი თუ გახდება ჩინეთის მუდმივი უმცროსი პარტნიორი გრძელვადიან პერსპექტივაში, ახლა თქვენ საუბრობთ ორ ბირთვულ ძალაზე შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ათი წლის შემდეგ ან ხუთი წლის შემდეგაც კი, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, სადაც რუსეთს, ენდომება თუ არა აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესება, არ შეეძლება, მთლიანად დამოკიდებული იქნება ჩინელებზე, რადგან ჩვენ კავშირი გავწყვიტეთ. არ ვიცი, არის თუ არა ეს ჩვენთვის კარგი შედეგი, უკეთესი შედეგი არის ურთიერთობა. ჩვენ ჩინელებთან გვექნება კონკურენცია და შესაძლოა, პირდაპირი დაპირისპირებაც კი – არა სამხედრო, იმედი მაქვს. ისინი არანაირ სიცრუესა და ქურდობას არ ერიდებიან, როცა საქმე ვაჭრობასა და ეკონომიკას ეხება. ჩვენ გვექნება უთანხმოება რუსებთან, მაგრამ ორივესთან უნდა გვქონდეს ურთიერთობა. ეს არიან დიდი, ძლიერი ქვეყნები ბირთვული მარაგით. მათ შეუძლიათ ძალაუფლების პროექცია გლობალურად. ვფიქრობ, ჩვენ დავკარგეთ სიმწიფის და გონიერების ცნება დიპლომატიურ ურთიერთობებში. დიპლომატიური ურთიერთობების ნაწილია კომუნიკაციისა და პრობლემების მართვა მსოფლიოს სხვა დიდ ძალებთან, რათა თავიდან აიცილოთ ომი და თავიდან აიცილოთ კონფლიქტი“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

1tv.ge