უცხოეთი
საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ სუვერენული, პროდასავლური უკრაინა, რომელსაც შეუძლია, საკუთარი თავის დაცვა რუსეთის აგრესიისგან, ნიშნავს ძლიერ და უსაფრთხო პოლონეთს, ხოლო ვინც ამ ჭეშმარიტებას ეჭვის ქვეშ აყენებს, პუტინის ტრიუმფს უწყობს ხელს.
აღნიშნულის შესახებ ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„სუვერენული, პროდასავლური უკრაინა, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის დაცვა რუსეთის აგრესიისგან, ნიშნავს უფრო ძლიერ და უსაფრთხო პოლონეთს. ამ პოლიტიკურ არეულობაში და მზარდ ქაოსში, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ვინც ეჭვის ქვეშ აყენებს ამ ცხად ჭეშმარიტებას, ხელს უწყობს პუტინის ტრიუმფს. გასაგებია?“, – წერს დონალდ ტუსკი.
1tv.ge