პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში საზეიმო პარაკლისს დაესწრო

 საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით საზეიმო პარაკლისს დაესწრო.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა საპატრიარქოს წარმომადგენლებსა და დამსწრე საზოგადოებას ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა და მათ მშვიდობა და სულიერი სიმტკიცე უსურვა.

პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ აღავლინა. პარაკლისის დასრულების შემდეგ მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა და ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.