პოლიტიკა
პრეზიდენტის პრესსამსახური დეზინფორმაციას უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას გეგმავს

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური დეზინფორმაციას უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას გეგმავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადეს, რომ მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას და სამხედრო აღლუმზე დასწრებას აპირებს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.