უცხოეთი
საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა იცის, როგორ არ დადოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ისეთი გარიგება, რომელიც რუსეთს ხაფანგში მოაქცევს.
„ჩვენ კარგად გვესმის, როგორი უნდა იყოს ორმხრივად მომგებიანი გარიგება, რომელზეც არასდროს გვითქვამს უარი, და როგორი გარიგება შეიძლება, გახდეს მორიგი „ხაფანგი“ ჩვენთვის“, – აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტრამპის საგარეო პოლიტიკა დაფუძნებულია აშშ-ის ეროვნული ინტერესების დაცვაზე, თუმცა, მისივე თქმით, ამერიკელი პრეზიდენტი მზად არის დიალოგისთვის სხვა ქვეყნებთან, როდესაც ეს ინტერესები ემთხვევა.
ლავროვმა ასეთი მიდგომა პრაგმატულად და განხილვის ღირსად შეაფასა.
1tv.ge