საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი ევროპის საკითხად უნდა დარჩენილიყო.
როგორც ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა, წინა ადმინისტრაციის მიზეზით, აშშ ფინანასების თვალსაზრისით ომში ევროპაზე მეტად აღმოჩნდა ჩართული.
„ვფიქრობ, რაღაც მოხდება. ძალიან, ძალიან დიდი ეგოები მონაწილეობენ. თუ არ მოხდება, უბრალოდ უკან დავიხევ და მათ მოუწევთ გაგრძელება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ევროპული სიტუაციაა. ის ევროპულ საკითხად უნდა დარჩენილიყო, მაგრამ რადგან წინა ადმინისტრაციას ძალიან მტკიცედ სჯეროდა, რომ ჩვენ უნდა ვყოფილიყავით ჩართული, ჩვენ გავხდით ჩართული ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ევროპა, ფინანასების თვალსაზრისით. ჩვენ არ გვყავს ჯარისკაცები ადგილზე, ჩვენ არ გვეყოლება ჯარისკაცები ადგილზე, მაგრამ დიდი ფსონი გვიდევს და ფინანსები, რომელიც დადებულია, უბრალოდ, გიჟურია“,- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
1tv.ge