საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ გუჯარათის შტატში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ ისაუბრა თავისი მთავრობის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკაზე სამხედრო ჯგუფების მიმართ.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მკაცრად გააფრთხილა პაკისტანი და განაცხადა, რომ მეზობელი ქვეყანა მშვიდობის გზას თუ არ აირჩევს, მისი „ტყვია მზადაა“.
„პაკისტანის ტერორიზმის დაავადებისგან გასათავისუფლებლად, პაკისტანელმა ხალხმა წინ უნდა გადადგას ნაბიჯი, მისმა ახალგაზრდობამ წინ უნდა გადადგას ნაბიჯი. იცხოვრეთ მშვიდობიანად, ჭამეთ თქვენი პური, თორემ ჩემი ტყვია მზადაა“, – აღნიშნა ნარენდრა მოდიმ.
მაისში ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაპირისპირება ამ საუკუნეში ყველაზე სასტიკი იყო. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 აპრილს ქაშმირის სადავო რეგიონში შეიარაღებულმა ადამიანებმა 26 ადამიანი, ძირითადად, ინდოელი ტურისტები მოკლეს. დელიმ მკვლელობებში ისლამაბადის მიერ მხარდაჭერილი „ტერორისტები“ დაადანაშაულა. პაკისტანი ბრალდებებს უარყოფს.
1tv.ge