საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრძანებით, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელად დაინიშნა.
დ.ა. ოლისოვი, დაბადებული1980 წელს, განათლება – უმაღლესი: 2002 წელს დაამთავრა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი. ფლობს ინგლისურ, ლატვიურ და გერმანულ ენებს. გააჩნია პირველი კლასის მრჩევლის დიპლომატიური რანგი.
დიპლომატიურ სამსახურში მუშაობს 2002 წლიდან. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ასევე საზღვარგარეთ: რუსეთის ფედერაციის გენერალურ საკონსულოში ლიეპაიაში, ლატვიის რესპუბლიკა (2002–2005 წ.წ.), რუსეთის ფედერაციის მუდმივ წარმომადგენლობაში ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის თანამეგობრობაში ბრიუსელში (2008–2010 წ.წ.), რუსეთის ფედერაციის საელჩოში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (2014–2019 წ.წ.). 2019 წლის დეკემბრიდან – დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის განყოფილების უფროსია.