საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. სომხური სამოციქულო ეკლესია ჩვენი სულის სახლია და სასულიერო პირებმა, რომლებმაც დაარღვიეს უქორწინებლების აღთქმა, უნდა დატოვონ ჩვენი სულის სახლი, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ზოგიერთ მაღალი რანგის სასულიერო პირს არ ესმის, რომ სომხური სამოციქულო ეკლესია არის ხალხის ეკლესია, თითოეული ადამიანის ეკლესია, ხალხის სიწმინდე, თითოეული ადამიანის სიწმინდე, ხალხის სულის სახლი და თითოეული ადამიანის სულის სახლი.
„როგორც სომხური სამოციქულო ეკლესიის ერთგული მიმდევარი, ეკლესიის წინაშე ქედმოხრილი, როგორც ადამიანი, რომელსაც სწამს და თაყვანს სცემს იესო ქრისტეს, ვამბობ: სომხური სამოციქულო ეკლესია ჩვენი სულის სახლია. და შენ ამ სახლს შეურაცხყოფ შენი უქორწინობის აღთქმის დარღვევით, მაგრამ არამხოლოდ ამით. სასულიერო პირები, რომლებმაც დაარღვიეს უქორწინობის აღთქმა, ვერ გააგრძელებენ სულიერ მსახურებას. მათ უნდა გაათავისუფლონ ჩვენი სულის სახლი“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
1tv.ge