საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის ოპერაციას, „ობობას ქსელს“, რომლის დროსაც რუსული სტრატეგიული თვითმფრინავები დაიბომბა, „ძლიერი“ და „მაგარი“ უწოდა. ამის შესახებ „აქსიოსი“ ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ამავდროულად, წყაროს თქმით, ამერიკის პრეზიდენტი შეშფოთებულია, რომ ეს კიდევ უფრო გაართულებს მის მისიას ცეცხლის შეწყვეტის კუთხით.
„აქსიოსის“ ცნობით, ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა განაცხადა: „საერთაშორისო პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, თქვენ გყავთ ჩიხუახუა, რომელიც რეალურ ზიანს აყენებს გაცილებით დიდ ძაღლს“.
როგორც მედია წერს, ტრამპმა აღნიშნა, რომ დრონებით თავდასხმა ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, ძალიან სერიოზული საპასუხო ზომების მიღებას აიძულებს.
წყაროს ცნობით, ტრამპი შეშფოთებულია, რომ ეს სცენარი მის დიპლომატიურ ინიციატივას შეაფერხებს.
1tv.ge