პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

 საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-სა და უნგრეთში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელთან გამართა შეხვედრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებად აშშ-ში – თამარ ტალიაშვილი, უნგრეთში – ნიკოლოზ ლალიაშვილი, ხოლო ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენლად ხატია წილოსანი დაინიშნნენ. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.