უცხოეთი
სერგეი ლავროვი - რუსეთს სურს, გაიგოს, რას ნიშნავს ტრამპის 50-დღიანი ვადის მოტივი, ის უზარმაზარი, უღირსი ზეწოლის ქვეშაა ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელობის მხრიდან

 საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. რუსეთს სურს, გაიგოს ტრამპის 50-დღიანი ვადის მოტივი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვის თქმით, ტრამპი უზარმაზარი ზეწოლის ქვეშაა ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელობის მხრიდან.

„როგორც დიმიტრი პესკოვმა თქვა, ჩვენ გვსურს, გავიგოთ, რას ნიშნავს 50-დღიანი ვადის მოტივი. აქამდე იყო ხოლმე 24 საათი, 100 დღე და ნამდვილად გვინდა, ვიცოდეთ, რა ამოძრავებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ცხადია, ის უზარმაზარი, მე ვიტყოდი, უღირსი ზეწოლის ქვეშაა ევროკავშირისა და ნატო-ს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან, რომლებიც თავხედურად უჭერენ მხარს ზელენსკის მოთხოვნებს, გააგრძელონ მისი მომარაგება თანამედროვე შეიარაღებით, მათ შორის შეტევითი იარაღით, დასავლეთის ქვეყნებში გადასახადის გადამხდელებისთვის სულ უფრო და უფრო მეტი ზიანის მიყენების ხარჯზე“, – განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოხატა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ და მკაცრი ზომების გატარება დააანონსა. „ძალიან უკმაყოფილო ვართ რუსეთით, იმედგაცრუებული ვარ პუტინით, მკაცრ ტარიფებს დავაწესებთ, თუ 50 დღეში შეთანხმება არ მიიღწევა“, – განაცხადა ტრამპმა.

1tv.ge