უცხოეთი
საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან „შესანიშნავი საუბარი“ გამართა და იფიქრა, რომ „ყველაფერი დასრულებული იყო“, მეუღლემ, მელანია ტრამპმა აცნობა, რომ პუტინმა უკრაინაში მოხუცთა თავშესაფარი დაბომბა.
„სახლში მივედი და პირველ ლედის ვუთხარი: „ვლადიმირთან შესანიშნავი საუბარი მქონდა. ვფიქრობ, ყველაფერი დასრულებულია. შემდეგ კი მელანიამ მითხრა, რომ პუტინმა მოხუცთა თავშესაფარი დაბომბა. მე ვუთხარი: რა?!“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
imedinews.ge