უცხოეთი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მხარს უჭერს სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველთვის იდგება სირიელ ხალხთან ერთად

 საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გმობს ისრაელის სირიაზე თავდასხმებს. ამის შესახებ აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ისრაელმა უნდა დაასრულოს ეს აგრესია.

„გააფთრებული ისრაელის რეჟიმი ზღვარს არ ცნობს. მსოფლიო, რეგიონის ჩათვლით, უნდა გაერთიანდეს მისი უმართავი აგრესიის დასასრულებლად“, – წერს არაღჩი.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აცხადებს, რომ მხარს უჭერს სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველთვის იდგება სირიელ ხალხთან ერთად.

1tv.ge