უცხოეთი
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ისრაელის თავდასხმები არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ შექმნას დაძაბულობა და ქაოსი, ასევე ხელი შეუშალოს სირიაში უსაფრთხოებას და სტაბილურობას

 საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ისრაელის მიერ დამასკოში სამთავრობო ინსტიტუტებსა და სამოქალაქო ობიექტებზე იერიშებს და სუვეიდაში განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს. ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისრაელის თავდასხმები არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რათა დაძაბულობა და ქაოსი შექმნას ქვეყანაში, ასევე ხელი შეუშალოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას სირიაში.

„სირია ისრაელს სრულად აკისრებს პასუხისმგებლობას ამ საშიშ ესკალაციაზე და მის შედეგებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ისრაელმა იერიში მიიტანა სირიის პრეზიდენტის სასახლესა და თავდაცვის სამინისტროს შენობაზე. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე დაადასტურეს, რომ სირიის დედაქალაქზე განხორციელებული თავდასხმების დროს სირიის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა დაბომბეს. დამასკოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, დაშავებულია 34 ადამიანი.

1tv.ge