რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს ამერიკასთან მეგობრობა სურს, ანუ რატომ გადაჭრეს ძუკნებმა ტოტი, რომელზეც ისხდნენ

    საქართველოში აკრედიტებული ელჩების განცხადებებით, რომლებიც გამოძახებულ იქნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ნათლად გამოიკვეთა, თუ უშუალოდ რომელი ქვეყნები და ორგანიზაციები ჩარეულნი არიან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში, რომელიც 2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს არის დაგეგმილი. ესენი არიან ევროკავშირი, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი. აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯერ არ გამოუგზავნიათ, მაგრამ მხოლოდ იმ კონგრესმენებით მსჯელობა, რომლებმაც 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი ანტიქართულ კანონპროექტს „MEGOBARI Act“, არაკორექტულია. არასწორია ამერიკელ კონგრესმენთა უმრავლესობა მოინ3ათლოს „Deep State”-ის აგენტებად, ვინაიდან ისინი შეცდომაში შეიყვანა აღნიშნული კანონპროექტის ავტორმა – რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის ექს-თავმჯდომარე ჯო უილსონმა, რომელმაც სენატში კიდევ ერთი ანტიქართული კანონპროექტი – „ქართული კოშმარის არცნობის აქტი“ წარადგინა.

   რაც შეეხება უცხოური გავლენის აგენტებს – ანუ „მეგობარი“ კონგრესმენთა ჯგუფისა და ევროპის ზემოხსენებული ქვეყნების აგენტებს – ასეთებად საქართველოში, რადიკალური ოპოზიციური პარტიების გარდა, გვევლინებიან არასამთავრობო ორგანიზაციები/დაჯგუფებები, მაგალითად „ფრანკლინის კლუბი“, რომლებსაც დასავლური ფონდების ფილიალები, მაგალითად სოროსის ფონდი, და გიული ალასანიას ინსტიტუტი „კრიშავენ“. ანუ, მთელი ე.წ. „სამოქალაქო სექტორი“, რომელიც ამ დღეებში დაჩქარებული წესით გადის ახალგაზრდა ტერორისტის კურსს, მათ შორის – ავტომატური იარაღის, როგორიცაა ისრაელის „Galil“, გამოყენების უნარებს ეუფლება.

   კანონი „უცხოეთის აგენტების შესახებ“ მათ მიერ გამოყენებული იქნა ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის კამპანიის დაწყების ტრიგერად, რომელიც თითქოსდა დიქტატორული რეჟიმია, დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას ახშობს, ციხეებში პოლიტპატიმრები ჰყავს და არჩევნების ნაცვლად „რუსულ სპეცოპერაციას“ ატარებს. ეს კი ტყუილია: ხელისუფლებას არ ჰქონდა განზრახული უცხოეთის აგენტების დაფინანსების შეზღუდვა, სანამ ამ უკანასკნელებმა არ დაიწყეს ამ გრანტები გამოყენება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებისთვის პროექტებში მითითებული მიზნების ნაცვლად. მხოლოდ მის შემდეგ, როცა უმცირესობათა უფლებების, გენდერული თანასწორობის, ეკოლოგიისა თუ მედიის დაცვის სუბსიდირება გამოყენებულ იქნა „მოლოტოვის კოქტეილების“, პეტარდების, კარვების, აირწინაღების და წიწაკის სპრეების შესაძენად, ხელისუფლება იძულებული გახდა ამერიკული კანონი FARA სიტყვასიტყვით ეთარგმნა ქართულად და შეეტანა ის პარლამენტის დასამტკიცებლად.

სწორედ ამ ძუკნებსNGOებსა და რადიკალურ პოლიტიკურ ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით, რომლებიც ბოლო 35 წლის განმავლობაში ბედნიერად და მდიდრულად ცხოვრობდნენ, მოინდომეს ხელისუფლებაში დაბრუნება, რითიც თავადვე გადაჭრეს ის ტოტი, რომელზეც ისხდნენ - გულისხმობ ევროპისა და აშშ-ის მიერ დაფინანსებას. ამიტომ ახლა სხვა გზა აღარ დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ 4 ოქტომბერს, თუნდაც სისხლის ფასად, დაიბრუნონ 2012 წელს დაკარგული ძალაუფლება, როგორც ეს 2003 წლის 23 ნოემბერს ვარდების რევოლუციის გზით გააკეთეს.

   ხოლო ქართველი გავლენის აგენტებად გადაქცევა, ანუ - პარტიების მიერ არჩევნებში მონაწილეობა და სახელმწიფოს მსახურება კონსტრუქციული, და არა რადიკალური ოპოზიციის სახით; არასამთავრობოების მიერ პროექტების წარდგენა გრანტების მოსაპოვებლად, რომელთა გაცემასაც საქართველოს მთავრობა დაჰპირდა და არა დასავლეთი - უცხოური გავლენის აგენტებს არ სურთ, რადგან მათ ქმნიდნენ და წვრთნიდნენ ტრენინგებზე დესტრუქციული, და არა კრეატიული მიზნების განსახორციელებლად.

 

გარდა პუტინთან კონტაქტებისა

   მეორე ტყუილია - თითქოსდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პრორუსული, პრო-ჩინური, პრო-ირანული და პრო-კორეულია. 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილისქართული ოცნებDeep State-სა და მის მომსახურე სატელევიზიო არხების მიერ შექმნილი ცრუ ნარატივების სამიზნეა - ისევე, როგორც დონალდ ტრამპს დევნიდნენ ობამასა და ბაიდენის ადმინისტრაციების მიერ გაყალბებული სადაზვერვო მონაცემების გამო, რომლებიც მისკრემლთან და პუტინთან კავშირებსამხელდა, რაც, თითქოსდა, მას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარა. ეს აერთიანებს საქართველოს და აშშ- დღევანდელ ხელისუფლებებს. ივანიშვილის საქართველოისევე როგორც პუტინის რუსეთმეგობრობა სურ ტრამპის ამერიკასთან. ეს აერთიანებს საქართველოსა და რუსეთს.

თუმცაღა მეგობრობა ჯერჯერობით უხეიროა, რადგან ტრამპი ხშირად ცვლის მოსაზრებას და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ის სხვების გავლენის ქვეშ ექცევა. სინამდვილეში კი ასე არ არისტრამპი ზოგჯერ დიამეტრულად განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამს არა მხოლოდ იმისთვის, რომ შოკისმომგვრელ შოუს დგამს, ტრამპი უბრაოდ ისვრის საცდელ ბურთებს და აკვირდება, რომელი მოხვდება კარებში, ამავდროულად აშშ-თვის ფულს შოულობს მის ანკესზე წამოგებულებისა და მისი მუქარით დაშინებულების რარჯზე, მაგალითად - ევროკავშირისგან.

ამასობაში, საქართველოს ხელისუფლება პატიოსნად იმეორებს ყველაფერს, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს აშშ-შიგარდა პრეზიდენტ პუტინთან კონტაქტების დამყარებისა. ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს თეთრი სახლის წინაშე, ათა მოახდინოს ამერიკული დემოკრატიული იდეალების ერთგულების დემონსტრირება აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მიზნით 2009 წლის 9 იანვრის ქარტიის საფუძველზე, მაგრამსუფთა ფურცლიდან“, ძველი ელჩებისიან კელის, კელი დეგნანის და რობინ დანიგანის ანტისახელმწიფოებრივი ძირგამომთხრელი საქმიანობის დავიწყებით. მაგრამ თეთრი სახლი ჯერჯერობით არანაირად არ რეაგირებსელოდება, ვინ იქნება ხელისუფლებაში 4 ოქტომბრის შემდეგივანიშვილის ამჟამინდელი ხელისუფლება, თუ სააკაშვილის ოპოზიცია, რომელიც, როგორც ევროკავშირის „მამაები“ თუ „დედლება“ პლიუს ჯო უილსონისსაქართველოს მეგობრებისჯგუფი ირწმუნებიან, ქართველი ხალხის უმრავლესობის პოზიციას გამოხატავს.

 ამიტომ დღეს საქართველოს ხელისუფლების ხელმძრვანელები თავს უფლებას აძლევენ, გააკრიტიკონ და უგულებელყონ ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი, რომელიც საქართველოში წამყვანი ინვესტორია (საბანკო სექტორსა და უძრავ ქონებაში), მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამოთქვამენ კრიტიკას აშშ-ის მისამართით (ჯო უილსონი და ლობისტური კომპანიაები, რომელიც სააკაშვილისგან ასობით ათას დოლარს იღებენ, არ ითვლება) და შემოიფარგლებიან პრეზიდენტ ტრამპისადმი ღია წერილებით. სწორედ ამიტომ, დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილი ორი ღია წერილი - ერთი პრემიერ-მინისტრის, მეორე კი საქართველოს პრეზიდენტის - დამატებით ხაზს უსვამს საქართველოს პოზიციების სრულ თანხვედრას აშშ-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პოზიციასთან, რომელიც კარდინალურად განსხვავდება პრეზიდენტი ბაიდენის პოლიტიკური კურსისგან.

ვიმეორებ: საქართველოს შეუძლია ევროკავშირის იგნორირება, მაგრამ არა მერიკის, საქართველოს მთავრობა რეალურ ძალისხმევას მიმართავს, რათა მაქსიმალურად გაიმეოროს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული სიახლეების უმეტესობა, გარდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ონტაქტის დამყარებისა. ესაა - ამერიკული FARA-ს კანონის ქართული ასლის მიღება; ტრამპმა აკრძალა USAID, რომელმაც ბევრი ზიანი მიაყენა საქართველოს, თუმცა სოროსის ფონდი, რომელსაც ტრამპი დივერსანტ ორგანიზაციად მიიჩნევს, საქართველოში კვლავ ფუნქციონირებს; გენდერული მრავალფეროვნებისა და ჰომოსექსუალური პროპაგანდის ხელშეწყობის აკრძალვა - ისევე, როგორც აშშ-ში; Deep State-ის მხილება აშშ-სა და საქართველოში, მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრება და ა.შ.

 

ღმერთი, ამუ ამერიკა

   დონალდ ტრამპის მიერ სომხეთის - ალბანეთთან და აზერბაიჯანის კამბოჯასთან არევა ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ამჟამად სამხრეთ კავკასიისთვის არ სცხელა. ტრამპი ტიპური ამერიკელია, რომელსაც ასწავლეს, რომ თავი არ დატვირთოს ყოვლისმომცველი ცოდნით - აქაოდა, როდესაც რაიმეს ცოდნაა საჭირო, ყოველთვის შეიძლება Google-ში მოძებნო და სწრაფად მიიღო საგანზე წარმოდგენა. მაშასადამე, სამხრეთ კავკასია დღეს ტრამპს არ აინტერესებს და საეჭვოა მისით დაინტერესდეს მანამ, სანამ უკრაინის საკითხი არ მოგვარდება (დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, რომელიც „დიდი თურანის“ საეჭვო პროექტს ლობირებს).

და არ აქვს მნიშვნელობა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ საქართველოში დაპირებული ინვესტიცია - 6 მილიარდი დოლარი - უდრის აშშ-ს 33-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების (იესო ქრისტეს ასაკი მისი ჯვარცმის დროს) განმავლობაში აშშ-ს მიერ გაღებულ ყველა დახმარებას. საქართველოსთვის ამერიკა ღმერთივითაა, რომელიც ხალხისთვის უხილავი, მაგრამ მისი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამერიკისთვის ატიპურ პრეზიდენტ ტრამპს შეიძლება იოლად აერიოს საქართველო ჯორჯიის შტატში, მაგრამ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია (ეროვნული უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები აშშ-ში სინონიმებია), რომელიც შეიქმნაწმიდათა წმიდა ალაგას“ - პენტაგონისა და ცერეუ“-ს ანალიტიკურ ლაბორატორიებში, მოიცავს თავსსამხრეთ კავკასია“, სადაც საქართველოს ნიჭებ ბუფერული ტერიტორიისა და სტრატეგიული დერეფნის არასახარბიელო როლი აშშ- ყოვლისმომცველი კონტროლის ქვეშ.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის“ გენდირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

30 სექტემბერი, 2025
საქართველო, თბილისი