აქტუალური
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნება“ 81.68 პროცენტით იმარჯვებს

 საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 3 061 უბნიდან ყველა უბანი დათვლილია.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, „ქართულ ოცნებას“ 81.68% აქვს, „გირჩს“ – 2.961%, გახარია საქართველოსთვის“ 3.684%.

კერძოდ, ცესკო-ს წინასწარი შედეგები ასეთია:

1 „მამული, ენა, სარწმუნოება“ – 4427 (0.327 %)

3 „კონსერვატორები საქართველოსთვის“ – 35312 (2.612%)

5 „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – 5357 (0.396 %)

7 „თავისუფალი საქართველო“ – 3803 (0.281%)

8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 10997 (0.813 %)

9 „ძლიერი საქართველო-ლელო“ – 90790 (6.715 %)

11 „საქართველო“ – 1759 (0.13%)

12 მწვანეთა პარტია – 1932 (0.143%)

14 „სახალხო ხელისუფლება“ – 3363 (0.249%)

25 „გახარია საქართველოსთვის“ – 49815 (3.684%)

36 „გირჩი“ – 40037 (2.961 %)

41 „ქართული ოცნება“ – 1104545 (81.689%).

ამასთან, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თბილისში ხმების 100 პროცენტის დათვლის შედეგად, პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს და შედეგები ასეთია:

„მამული, ენა, სარწმუნოება“ – 3081 (1.019 %)

„კონსერვატორები საქართველოსთვის“ – 13 025 (4.308 %)

„თავისუფალი საქართველო“ – 2711 (0.897 %)

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3255 (1.077 %)

„ძლიერი საქართველო-ლელო“ – 30 050 (9.938 %)

„გახარია საქართველოსთვის“ – 9 673 (3.199 %)

„გირჩი“ – 23 275 (7.698 %)

„ქართული ოცნება“ – 211 814 (70.052 %).

კანონმდებლობის მიხედვით, საკრებულოებში შესაბამისი რაოდენობის მანდატებს ის პარტიები მიიღებენ, რომლებმაც 4-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს.