სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი სახოკია დაინიშნა, გიორგი ბუთხუზი კი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, გიორგი სახოკია დაინიშნა.

შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 10 ნოემბერს გამოსცა.

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს გიორგი სახოკია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, 10 ნოემბრით თარიღდება პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი ბრძანება, რომლის მიხედვითაც ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გიორგი ბუთხუზი გათავისუფლდა.

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს გიორგი ბუთხუზი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან“, - ნათქვამია დოკუმენტში.