უცხოეთი
საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. თურქული მედია წერს, რომ გამოძიება „C-130“-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოგდების ვერსიაზეც მუშაობს.
თურქი ჟურნალისტი აბდულკადირ სელვი წერს, რომ გამოძიება მიმდინარეობს, როგორც თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესაძლებლობაზე, ასევე მისი ჩამოგდების რისკზე.
„კავკასია სახიფათო რეგიონია. ამიტომ ყველა შესაძლებლობას იკვლევენ. ამასობაში, ვირტუალური მედიასაშუალებები, რომლებიც გარკვეული უცხოური სადაზვერვო სააგენტოების მარიონეტები არიან, ცდილობენ ამღვრეულ წყლებში თევზაობას. ამბობენ, რომ მგლებს უყვართ ნისლიანი ჰაერი. ჩვენ უნდა ავიცილოთ თავიდან მათ ხაფანგში გაბმა“, – წერს თურქი ჟურნალისტი.
1tv.ge