უცხოეთი
საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. ევროპელი ლიდერების ჯგუფი, სავარაუდოდ, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმის განსხვავებულ ვერსიაზე მუშაობს, რომელიც უკრაინისთვის მეტად სამართლიან პირობებს ითვალისწინებს, ვიდრე ეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ 28-პუნქტიან დოკუმენტშია გათვალისწინებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ევროპელი ლიდერები იმედოვნებენ, რომ ომის დასრულების ალტერნატიული წინადადება უკრაინისთვის უფრო მისაღები იქნება და კიევი სწორედ მათ გეგმას დაუჭერს მხარს.
ამასთან, „უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ევროპელების მოლოდინია, რომ „ევროპულ გეგმაზე“ მუშაობა უახლოეს დღეებში დასრულდება.
1tv.ge