უცხოეთი
საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმა პირველადი სახით აღარ არსებობს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი აცხადებს, რომ აშშ-ის დელეგაციასთან მოლაპარაკების შემდეგ პუნქტების ნაწილი ამოიღეს, ნაწილი კი შეიცვალა.
„უკრაინული მხარის არცერთი შენიშვნა უპასუხოდ არ დარჩენილა“, – განაცხადა ალექსანდრ ბევზმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, ყველაზე პრობლემურ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიღებენ.
1tv.ge