უცხოეთი
აზერბაიჯანში, გადატრიალების მცდელობის გამოძიების ფარგლებში, ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ორი წევრი დააკავეს

 საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის, „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ ლიდერი ალი ქარიმლი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, გადატრიალების მცდელობის გამოძიების ფარგლებში, ალი ქერიმლის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ალი ქარიმლის გარდა, APFP-ს პრეზიდიუმის წევრის, მამედ იბრაჰიმის სახლიც გაიჩხრიკა.

როგორც „როიტერს“ წყარომ განუცხადა, საქმე ეხება აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ყოფილი მოკავშირის, რამიზ მეჰდიევის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას.

ალი ქარიმლის მოადგილემ, სეიმურ ჰაზიმ „როიტერსს“ განუცხადა, რომ ასევე დააკავეს პარტიის ორი წევრი – ფაიკ ამირლი და მამედ იბრაჰიმი.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩხრეკის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

1tv.ge