უცხოეთი
დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, უკრაინაში არჩევნების ჩატარებისთვის მნიშვნელოვანი დროა, ისინი ომს იყენებენ არჩევნების თავიდან ასარიდებლად, მაგრამ უკრაინელ ხალხს ეს არჩევანი უნდა ჰქონდეს

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი.აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დრო დადგა.

ამის შესახებ ტრამპმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, – „დადგა თუ არა უკრაინაში არჩევნების ჩატარების დრო?“ – აშშ-ის პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებიდან „დიდი დრო გავიდა“.

„დიახ, ვფიქრობ, ამის დრო დადგა. ვფიქრობ, არჩევნების ჩატარებისთვის მნიშვნელოვანი დროა. ისინი ომს იყენებენ არჩევნების თავიდან ასარიდებლად, მაგრამ ვფიქრობ, უკრაინელ ხალხს ეს არჩევანი უნდა ჰქონდეს. და შესაძლოა, ზელენსკიმ გაიმარჯვოს. არ ვიცი, ვინ გაიმარჯვებს, მაგრამ მათ დიდი ხანია, არჩევნები არ ჩაუტარებიათ. იცით, ისინი დემოკრატიაზე საუბრობენ, მაგრამ საქმე იმ წერტილამდე მიდის, სადაც დემოკრატია აღარ არის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ინტერვიუში.

1tv.ge