პოლიტიკა
პიტერ სიიარტო: ევროკავშირი უდიდეს შეცდომას უშვებს, გაცილებით სასარგებლო იქნება ახლო მოლაპარაკებები საქართველოსთან, ვიდრე უკრაინასთან

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. ვითარება აშკარაა, საქართველო გააძლიერებს ევროკავშირს და გაცილებით უფრო სასარგებლო იქნება საქართველოსთან ახლო მოლაპარაკებები, ვიდრე უკრაინასთან, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სიიარტომ საქართველოს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ვფიქრობთ, ევროკავშირი უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირისგან დისტანცირებული უნდა იყოს. ჩვენი გადმოსახედიდან სიტუაცია აშკარაა, საქართველო გააძლიერებს ევროკავშირს და გაცილებით უფრო სასარგებლო იქნება საქართველოსთან ახლო მოლაპარაკებები, ვიდრე უკრაინასთან, რადგან უკრაინა არამცთუ დაასუსტებს ევროკავშირს, არამედ საფრთხეს მოუტანს ძალიან უხარისხო მარცვლეულის თუ სხვა პროდუქციის გამო. დიდი მადლობა, რომ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია, დავეყრდნოთ საქართველოსთან თანამშრომლობას, თქვენი მხრიდან ჩვენი სუვერენიტეტის მხარდაჭერას. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ვიდრე უნგრეთს ჰყავს სუვერენული მთავრობა, უნგრეთი და საქართველო ყოველთვის იქნებიან ურთიერთპატივისცემით თანამშრომლობაში“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.