საზოგადოება
საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლემ, ანა ჰაკოფიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი და ნიკოლ ფაშინიანის სამოქალაქო ქორწინება დასრულდა.
„ძვირფასო თანამემამულენო, გაცნობებთ, რომ ჩემი და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამოქალაქო ქორწინება დასრულებულია. ყველას გთხოვთ, გამოიჩინოთ თავშეკავება და კორექტულობა ამ თემის გარშემო“, - დაწერა ჰაკოფიანმა.
სომხური კანონმდებლობით, ტერმინი „სამოქალაქო ქორწინება“ გამოიყენება არაოფიციალური, არარეგისტრირებული ქორწინების დროს. სწორედ არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ ნიკოლ ფაშინიანი და ანა ჰაკოფიანი წლების განმავლობაში, რის გამოც წყვილი არაერთხელ გახდა ოპოზიციის კრიტიკის ობექტი. როგორც ჩანს ახლა მათ ქორწინება ოფიციალურად გააფორმეს.