პოლიტიკა
დედაქალაქების გარდა საქართველო-სომხეთის სხვა ქალაქებს შორის პირდაპირ ფრენებზე მუშაობა დაიწყება - ეკონომიკის სამინისტრო

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. მარიამ ქვრივიშვილმა და სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები მიესალმებიან პირდაპირი ფრენების შესრულებას არა მხოლოდ თბილისსა და ერევანს, არამედ ორი ქვეყნის სხვა ქალაქების მიმართულებით.

"მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ მუშაობას ამ კუთხით", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანთან საქართველოსა და სომხეთს შორის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილა. შეხვედრა საქართველოს დელეგაციის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.