პუბლიკაციები
საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. 10 მარტს დიდი სამამულო ომის ვეტერანი ვასილი ანდრეის ძე ფინაგინი თავის 99-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა დ. ა. ოლისოვმა ვასილი ანდრეის ძეს გულწრფელად მიულოცა ეს ღირსშესანიშნავი თარიღი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვ. ვ. პუტინის მისალოცი გზავნილი გადასცა.
მეორე მსოფლიო ომის მძიმე წლებში ახალგაზრდა ვასილი ანდრეის ძეს ფრონტისა და ქვეყნის შეუფერხებელი მომარაგების საპასუხისმგებლო მისია დაეკისრა. ის ასრულებდა საზღვაო რეისებს, რომელთა მსვლელობისას ორჯერ გადაკვეთა ეკვატორი.
მთელი გულით ვუსურვებთ სულის სიმტკიცეს, დევგმირის ჯანმრთელობასა და ოჯახის კერის ამოუწურავ სითბოს. ქედს ვიხრით იმ მამაცობისა და სიმტკიცის წინაშე, რომელიც ვასილი ანდრეის ძემ ომის მრისხანე წლებში გამოიჩინა.