აქტუალური
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2026 წლის იანვარ-თებერვალში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,9%-ით შემცირდა

 საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2026 წლის იანვარ-თებერვალში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,9%-ით შემცირდა და 3,5 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 2,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,4%-ით ნაკლები.

ექსპორტმა 1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 22,9%-ით მეტია.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 30,6%-ით ნაკლებია.

2025 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წელთან შედარებით 10,1%-ით გაიზარდა და 25,8 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).

2025 წელს 18,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2024 წელთან შედარებით 9,7%-ით მეტი.

გასულ წელს ქართული პროდუქციის ექსპორტმა 7,3 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც თითქმის 11,2%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.